საპროტესტო აქცია პარლამენტთან და მთავრობის კანცელარიასთან

18 აპრილი 2024, 10:30 345 ნახვა

,,არა რუსულ კანონს“ - ეს არის მოქალაქეების მთავარი სათქმელი უკვე მეოთხე დღეა. პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ  არჩევანს - გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, არ გადაუხვევენ.

საპროტესტო ტალღის მთავარი ეპიცენტრი გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ასევე იყო   მთავრობის ადმინისტრაცია. აქციის მონაწილეები  პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ირაკლი კობახიძე მათ  არ შეხვდა. ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება იყო გუშინ ღამითაც.

სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს თან ჰქონდა ცივი იარაღი. რუსთაველის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტს ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადაც წაუყენეს დათქმით, რომ კანონი უკან გაეწვიათ, თუმცა პასუხი ვერც ამ მოთხოვნაზე მიიღეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი