უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 87 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

18 აპრილი 2024, 10:17 336 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. დაშავებულია 60 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვზე დარტყმები „ისკანდერის“ რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, უნივერსიტეტის შენობა და ათობით ავტომობილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჯამში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 87 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათივე განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა 4 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 89-ჯერ გაისროლეს უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი