რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების პირისპირ დგანან.
პერიოდულად ადგილი აქვს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლას.
ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.