ვითარება თაფლის წარმოების სექტორში

15 აპრილი 2024, 20:52 450 ნახვა

მეფუტკრე ფერმერებისთვის 2024 წელი არასახარბიელოდ დაიწყო. წლის პირველ ორ თვეში, ქართული თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად, 53%-ით არის შემცირებული. შეცვლილია გაყიდვის გეოგრაფიაც. 2023 წელს, მთავარი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთი და ჩეხეთი იყო, რომელზეც რეალიზაციის 83.6% მოდიოდა. წელს კი, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ექსპორტის ჩამონათვალში ვერ მოხვდა. ექსპორტის კლების მიზეზად სექტორის წარმომადგენლები გასულ წელს თაფლის განახევრებულ მოსავალს ასახელებენ. რაც მათი თქმით, უამინდობამ და ფუტკრის დაავადებებმა გამოიწვია. აცხადებენ, რომ განსაკუთრებული კლება აკაციის თაფლზე ფიქსირდება, რომელიც ევროპულ ბაზრებზე დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ვნახოთ თემო სალუქვაძის რეპორტაჟი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი