სიდნეის სავაჭრო ცენტრში დაღუპულთა შორის ერთი ქართველია

14 აპრილი 2024, 17:31 262 ნახვა

გუშინ, სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმას  საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.  

ცნობისთვის, ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი, რომელსაც პოლიციამ ესროლა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში