აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო - CNN

14 აპრილი 2024, 08:45 219 ნახვა

აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.

ამის შესახებ, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ირანის მხრიდან, ისრაელზე იერიშის მიტანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.

„ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა.

 

როგორც სააგენტო "როიტერსი" წერს, ბაიდენმა დელავერში მიმდინარე ვიზიტი გააუქმა და ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა  კონსულტაცია გაევლო ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში