პედაგოგები გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ. მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევა საბოლოოდ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ფიქრობენ, რომ მოვლენებს თუ ახლა არ დაერქვა სახელი ხვალ გვიანი იქნება, რადგან შესაძლებლობაწართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს აზრი აღარ ექნება.
პეტიციის ავტორების თქმითვე, სრულად აცნობიერებენ რომ ხელისუფლების წნეხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან მათი აზრით არცერთ მმართველ პარტიას არ მოსწონებია დამოუკიდებელი, ავტონომიური, ნომენკლატურულ დღის წესრიგს გაცდენილი მასწავლებელი.
პეტიციის ინიციატორები არიან მასწავლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები: ლადო აფხაზავა, სოფო გოგოხია, როლანდ შავაძე, რომელთა ინფორმაციითაც პეტიციაზე ხელს უკვე აწერს დაახლოებით 4 ათასი მასწავლებელი.