საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა

13 აპრილი 2024, 13:31 426 ნახვა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ამის შესახებ, განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზი, ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი დარტყმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში, ლიბანსა და ისრაელში გამგზავრებისგან. ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის სახელმწიფო მოხელეებს, ამ ქვეყნებში, რაიმე მისიის შესრულება აუკრძალეს.

მანამდე, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის საგარეო უწყებებმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩიეს ისრაელში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

საკუთარ დიპლომატებსა და მათ ოჯახის წევრებს ისრაელში ჩასვლა შეუზღუდა აშშ-მაც.

ცნობისთვის, ირანი ისრაელზე დარტყმით, მას შემდეგ, დაიმუქრა, რაც პირველ აპრილს სირიის დედაქალაქში მდებარე ირანის საკონსულოზე დარტყმას „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ექვსი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი