ექვსი ადამიანი დაიღუპა სიდნეის გარეუბანში სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად. სავაჭრო ცენტრში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვი.
დაკავებისას პოლიციამ ბოროტმოქმედს ესროლა. დანაშაულის მოტივი უცნობია.