უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე  78 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

12 აპრილი 2024, 10:02 207 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 12 აპრილის ღამეს უკრაინას Shahed-131/136 ტიპის დრონებით კიდევ ერთხელ შეუტიეს.

ოკუპანტებმა დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, რის შედეგადაც დაშავდა 4 ადამიანი. იერიშის დროს დაშავებულები არიან ასევე ხარკოვსა და ლუჰანსკშიც.

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მარიუპოლში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა 3 მიმართულებით ოკუპანტების 35 იერიში მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ჯამში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე  78 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათვე განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 54 სარაკეტო და 126 საჰაერო დარტყმა, ასევე 95-ჯერ გაისროლეს უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში