ევროკავშირის 9 დათქმის ნაწილში, რომელ პუნქტს ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გვითხრან და გავცემთ პასუხს - მამუკა მდინარაძე

11 აპრილი 2024, 13:59 398 ნახვა

კრიტიკას უნდა ჰქონდეს საფუძველი. გვესმის კრიტიკა, საფუძვლებს არ ასახელებენ. ევროკავშირის 9 დათქმის ნაწილში, რომელ პუნქტს ეწინააღმდეგება დაინიცირებული კანონპროექტი "გამჭვირვალობის შესახებ" გვითხრან და გავცემთ პასუხს, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ცხრა დათქმასთან დაკავშირდებით არსებობს გეგმა და მივყვებით ამ გეგმას. მაგრამ ამ კანონთან დაკავშირებით თუ მისვამთ შეკითხვას, გვითხრას ვინმემ, სად, რომელ ფრაზას ეწინააღმდეგება და გავცემთ პასუხს. ყველა პუნქტთან დაკავშირებით, ან გვექნება ახსნა თუ ვერ შევასრულებთ, მაგალითად ვენეციის კომისიის კონკრეტული პუნქტი არ შევასრულეთ იმიტომ, რომ პრეცედენტი არ ჰქონდა.

 

ამ ცხრა პუნქტიდან გამომდინარე, თუკი ვენეციის კომისიას ან სხვა ორგანიზაციას ექნება რაიმე ისეთი ჩაშალა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას და არსად პრეცედენტი არ არის, არ შევასრულებთ. ისეთი საკითხი, რაც იქნება გასათვალისწინებელი არგუმენტებით და არ შეეწინააღმდეგება ქართულ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ყველა პუნქტს შევასრულებთ თავიდან ბოლომდე. მაგალითად, თუ ვეტინგად თარგმნის ვინმე რომელიმე პუნქტს, ამას არ დავემორჩილებით, ამას არ შევასრულებთ იქიდან გამომიდინარე, რომ დამოუკიდებლობის ხარისხში ასე არ ჩავრევთ. ადეიშვილს არ ჩავრევთ საქართველოს სასამართლოზე გადაწყვეტილების მიღებაში. ჯერ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე და მწამებელი ადამიანი არ უნდა გადაადგილდებოდეს ევროპის ქვეყნებში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უნდა შევძლოთ, რომ ქვეშევდრომებივით კი არ ვილაპარაკოთ, არამედ თანაბრად, თანასწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან.

„მთავარი პრინციპია ახლა ის, რომ საქართველო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მიაღებინებენ. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, უკვე 60%-ზე მეტი ადამიანის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება შეძლებს თუ არა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რაც მიღებულია და მიიღება აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში. გვეტყვიან და არ გავაკეთებთ, თუ გვეტყვიან და მაინც გავაკეთებთ. ეს სიჯიუტეს კი არ ნიშნავს. ეს ნიშნავს პრინციპულობას და ეროვნულ თავმოყვარეობას. ცალ ფეხზე კი არ უნდა ვიდგეთ. ამ მიდგომამ ერთხელ გაამართლა - ცალ ფეხზე არ დავდექით და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.

 

ორ ფეხზე დავდექით მყარად და ვიღაცებს სურთ, რომ ცალ ფეხზე ვიდგეთ. გეუბნებიან, მე კი მაქვს, მაგრამ შენ არ უნდა მიიღო, იმიტომ, რომ დაგაშორებს ევროპას. რატომ? ამაზე პასუხი რომ არ არის, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ უნდა შევძლოთ, რომ ქვეშევდრომებივით კი არ ვილაპარაკოთ, არამედ თანაბრად, თანასწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებთ და ვთხოვთ - ნუ დაგვიშლით იმას, რაც თქვენთან ინიცირებულია ან მოქმედებს. ეს არის სწორი პარტნიორული და მეგობრული დამოკიდებულება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED-ი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად მაინცდამაინც საქართველოში გააყალბა პარალელური დათვლა, ამიტომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი.

მისივე თქმით, ვიღაცებს ანტიევროპულებად მიაჩნიათ, როდესაც თანაბრად ესაუბრებიან დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს სხვადასხვა საკითხებზე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მათ მოსწონთ დასავლეთის გვერდით დგომა და პარტნიორული დამოკიდებულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი