მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს

10 აპრილი 2024, 10:04 579 ნახვა

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმში არსებულ მეჩეთში სრულიად საქართველოს მუფთმა  ადამ შანთაძემ აღავლინა. მომლოცველთა ნაწილმა მეჩეთში, ნაწილმა კი ქუჩაში ილოცა.

მუსლიმ მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან აჭარაში მდებარე მეჩეთებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რათა მუსლიმმა მრევლმა შეუფერხებლად შეძლოს ლოცვა. სრულიად საქართველოს მუფთმა  კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას, უმოკლეს დროში  გადაწყდეს ბათუმში  ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი.

პარალელურად, ლოცვა აღევლინა იმ ლოკაციაზე, სადაც მუსლიმები  ბათუმში  ახალი მეჩეთის მშენებლობას წლებია ითხოვენ.

დღესასწაული, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ, რამადანის ერთთვიანი  მარხვის შემდეგ აღინიშნება.  ბაირამის დღეს ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი