რუსეთის სმოლენსკის ოლქში ესტაკადის ჩანგრევის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი. დაშავებულია 6 ადამიანი. ესტაკადის ჩანგრევის მიზეზი უცნობია.
ინციდენტის დროს დაზიანდა გაზსადენი მილიც. 112-ის მონაცემებით, აფეთქების პრევენცია გაზსადენის დროულად გადაკეტვით შეძლეს. შემთხვევის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
ესტაკადის ქვეშ გამავალ რკინიგზის მონაკვეთზე ჩანგრევის მომენტში მატარებელი არ იყო.