ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია 

08 აპრილი 2024, 11:44 284 ნახვა

ბათუმში ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში.

პროექტით გათვალისწინებულია გზაგამყოფი ზოლის, ტროტუარების, ბორდიურების მოწყობა და გარეგანათების სისტემის განახლება.

სამუშაოები ივლისში დასრულდება, რისთვისაც 6 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში