ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე იერუსალიმში აქცია გაიმართა. დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა, რომელებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.
პარალელურად, კაიროში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.
ექვსი თვის წინ, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები ისრაელში შეიჭრნენ. მოკლეს 1200 ადამიანი. შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს 253 მძევალი, მათ შორის ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. მათი ნაწილი ნოემბრის ბოლოს, ხანმოკლე ზავის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს.