ბლინკენმა მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს ალიანსის გაძლიერებისთვის 

04 აპრილი 2024, 08:15 504 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე  მიესალმა უფრო დიდ, ძლიერ და ერთიან ნატოს. ბლინკენმა  მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ნატოს გაძლიერების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის. 

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბნენ. საიუბილეო თარიღის აღნიშვნის პარალელურად  ნატოს მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერას. საბოლოო გადაწყვეტილება ნატოს ივლისის სამიტზე უნდა მიიღონ. ნატოს გადაწყვეტილებები მოითხოვს კონსენსუსს მის 32 წევრს შორის.

ამ დრომდე, ნატო, უკრაინის არალეტალური იარაღით ეხმარებოდა, რათა თავიდან აეცილებინა  რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია. ნატოს  წევრებმა მილიარდობით დოლარის შეიარაღება მიაწოდეს უკრაინას ორმხრივი თანამშრომლობის  საფუძველზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში