ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ცხრა ადამიანი. 101 კი - კვლავ ნანგრევებში რჩება.
დრონით გადაღებულ კადრებზე მაღაროელებია აღბეჭდილი, რომლებიც ტაივანის ჰუალიენის მთიან რაიონში ჩარჩნენ მას შემდეგ, რაც 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ მეწყერი გამოიწვია და გასასვლელი გზები ჩაკეტა. მაღაროელები მეწყერსაშიშ ზონაში კლდის პირას დგანან და დახმარებას ელოდებიან.
ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.