ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

03 აპრილი 2024, 08:51 418 ნახვა

პარიზში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი შეხვდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს და ხაზი გაუსვა ევროპასთან უკრაინის მხარდაჭერის კუთხით მიმდინარე თანამშრომლობას.

ბლინკენი და სებასტიან ლეკორნუ  პარიზში კომპანია ნექსტერის თავდაცვის სისტემების ანგარში შეხვდნენ ერთმანეთს,  სადაც მათ აჩვენეს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც საფრანგეთი უკრაინაში გზავნის.

ბლინკენმა   დასძინა, რომ უკრაინა იმყოფება "გადამწყვეტ მომენტში" და  მოუწოდა აშშ-ს კონგრესს კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მხარდაჭერისკენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში