ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130 კილოგრამი დაძლია და მერვე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი 152 კილოგრამით მისი შედეგი მე-14 ადგილი იყო, მიშველიძემ ორჭიდში 282 კილოგრამით მე-12 ადგილი დააფიქსირა.
შოთა მიშველიძემ მსოფლიო თასზე სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა გააკეთა და ახლა უკვე ლიცენზიის მიღების ოფიციალურ დასტურს ელოდება.
მსოფლიო თასზე კიდევ ხუთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: საბა ასანიძე, ირაკლი ჩხეიძე, ანასტასია გოტფრიდი, ზაზა ლომთაძე და ლაშა ტალახაძე.