აჭარის სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მუსიკალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მთავარ პრობლემად კი დასახელდა ის, რომ მოზარდები ნაკლებად არიან დაინტერესებული მუსიკალური განათლებით, რაც საბოლოო ჯამში მათი თქმით, ამ პროფესიის კადრების ნაკლებობას ქმნის.