ბრიფინგი ლელოში

02 აპრილი 2024, 14:04 502 ნახვა

სტიქიური მოვლენების შედეგად თებერვალში დაზარალებული  მოქალაქეებისთვის დახმარების   გაზრდას ითხოვენ  ლელოს წევრები. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა 200-ზე მეტ ოჯახს ესაჭიროება, გაჭიანურებულია დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიური  შესწავლის პროცესიც და  თანხა, რომელსაც დაზარალებულ მოქალაქეებს  მთავრობა  სთავაზობს პრობლემის  მოსაგვარებლად  არასაკმარისია.

მათი განცხადებით,  შედეგად  დაზარალებულებს ისევ საშიშ გარემოში უწევთ ცხოვრება.

ითხოვენ, რომ გაიზარდოს პროგრამის ბიუჯეტი და ასევე საცხოვრებელი სახლები  მუნიციპალიტეტებში აშენდეს, რათა  არ მოხდეს მთის კიდევ უფრო  დაცლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი