ისრაელის არმიის განცხადება

02 აპრილი 2024, 08:02 393 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საფუძვლიანი მსჯელობა მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე  იმ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების დასადგენად, რომლის შედეგად ღაზაში მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს თანამშრომლები დაიღუპნენ.

ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ  განცხადებაში ისრაელის არმიამ  განაცხადა, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებს ფართო ძალისხმევას ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად და მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო ცენტრალურ სამზარეულოსთან  ღაზის მოსახლეობისთვის საკვების  მიწოდების ხელშესაწყობად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში