‘’ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგის’’ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა გაფართოვდა და ის აჭარაში რეგისტრირებულ ყველა ახალშობილზე ვრცელდება.
კვლევა 40-მდე დაავადების სკრინინგს მოიცავს, მისი მიზანი თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დროული აღმოჩენაა.