დღეიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება - მომსახურების სააგენტო

01 აპრილი 2024, 12:29 485 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა.

დღეიდან, პირველი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეეძლება.

"აღნიშნული ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების ადმინისტრირებას.

პირველი აპრილამდე გაცემულ შიდა ტრანზიტის და ტრანზიტულ ნომრებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედების ვადით"- განმარტავენ მომსახურების სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი