იერუსალიმში 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაზე 100 000 ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები, არჩევნების ჩატარებისა და მთავრობის შეცვლის მოთხოვნით, ქნესეთის წინ შეიკრიბნენ.
მედიის ინფორმაციით, იერუსალიმში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად, რომლებმაც ბეგინის ბულვარი, ქალაქის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილი გადაკეტეს, წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქცია გაიმართა თელ-ავივშიც, სადაც მძევლების ოჯახების წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს.