"ქალის როლი საზოგადოებაში" - ამ სლოგანით ქობულეთის მუზეუმში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების პოპულარიზაციის მიზნით საჯარო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ქობულეთის მუზეუმში დაცული ექსპოზიცია დაათვალიერეს, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი აკვნებია გამოფენილი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ჩვილის აკვანში აღზრდის უძველეს ტრადიციაზე.