საქართველოს პირველ პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას, დღეს, 85 წელი შეუსრულდებოდა

31 მარტი 2024, 10:30 406 ნახვა

დღეს, 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა.

1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია, რაც, იმავე წლის, 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე, მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დადასტურდა.

1991 წლის დეკემბერში, ოპოზიციამ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო გადატრიალება. 1992 წლის, 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, თბილისი დაეტოვებინათ. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის მიწვევით, გამსახურდია, თავის გარემოცვასთან ერთად გროზნოში ჩავიდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის, სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ზვიად გამსახურდია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი