ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა - კონფერენცია

30 მარტი 2024, 18:02 431 ნახვა

„კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა” - თემაზე კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ანტიკორუფციული მიმართულებით, მიღწეული პროგრესი და არსებული მექანიზმები. საუბარი შეეხო მამხილებელთა დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას, კორუფციული რისკების შეფასებასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.

კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური წრეების და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები კონფერენციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს და მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი