უროლოგების კონფერენცია ბათუმში

30 მარტი 2024, 14:05 443 ნახვა

ბათუმი საქართველოს უროლოგთა ასაოციაციის, რეგიონულ საგანმანათლებლო - სამეცნიერო კონფერეცნიას მასპინძლობს. კონგრესში ადგილობრივი და მოწვეული მედიკოსები მონაწილეობენ.

სპეციალისტები კლინიკურ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს. გაეცნობიან მსოფლიო გაიდლაინებში შეტანილ სიახლეებსა და მთავარ გამოწვევებზე კონცენტრირდებიან.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა ასევე უროლოგიის მიმართულებით ანტიბიოტიკების რეზისტენტობასა და ახალი შესაძლებლობების გზების ძიებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში