ბათუმში ფრანკოფონიის კვირეული დასრულდა. საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე პროგრამის აქტივობებში ჩართული მოსწავლეები დააჯილდოვეს, პარალელურად კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონული ცენტრი გაიხსნა.
ცენტრში უნდა გაიმართოს ტრენინგები, კონფერენციები ,სემინარები, რომელთა მიზანი სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის შეხვედრების ორგანიზებაა.