იტალიაში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 29 წლის მამაკაცი ფსონების ცენტრში სამზარეულოში დანით შეიჭრა და 6 ათასი ევრო წაიღო. პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.
საქმის მასალების მიხედვით, ყაჩაღობა 20 მარტს მოხდა, ქართველის სახლის ჩხრეკისას კი სამართალდამცავებმა ნაძარცვი თანხა ამოიღეს.
იქვე ურნაში იპოვეს ტანსაცმელი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეცვა. დაკავებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.