EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით სპეციალური პირდაპირი ფრენები შესრულდება - „ჯორჯიან ეარვეისი“

29 მარტი 2024, 13:16 447 ნახვა

"ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, „ევრო-2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვიქტორია კლიმიჩევამ განაცხადა.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას. „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, რათა რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.

პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება პირველი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა კლიმიჩევამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი