მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

28 მარტი 2024, 10:05 510 ნახვა

მოსკოვის  საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერაქტის შედეგად 360 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავდამსხმელებს უკრაინა უჭერდა მხარს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში