მოსახლეობის აქცია თხილნარში

26 მარტი 2024, 14:08 797 ნახვა

აქცია იყო  ზედა თხილნარში.  ადგილობრივების თქმით,  კომპანია, რომელმაც ბავშვების სკოლამდე ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს, ბოლო ორი თვეა ნაკისრ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს, რაზეც მძღოლი ამბობს, რომ  ტრანსპორტირების მანძილი გაეზარდა, ანაზღაურება  კი არა.

მისი   თქმით,   დაბალი  ხელფასის გამო  ბავშვების გადაყვანა საკუთარი სახსრებით უწევდა, რის გამოც ბოლო 3 დღეა მუშაობაზე უარი განაცხადა. 

ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მოსახლეობა დაჰპირდა,  რომ  მძღოლს ხელფასს მოუმატებენ  და პრობლემას მოაგვარებენ.     

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი