‘’დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მშობელთა წიგნის დანერგვის გზით’’ - აჭარაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტის განხორციელება იწყება.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო დედის, ახალშობილისა და 5 წლამდე ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობას მოიცავს.
ანტენატალური ზრუნვა, ბავშვთა ვაქცინაცია, ბავშვის ზრდის მონიტორინგი და საგანმანათლებლო შეტყობინებები ორსულთათვის – დოკუმენტში ყურადღება ამ მიმართულებებით გამახვილდება.