ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში საავტომობილო ხიდი ნაწილობრივ ჩაინგრა მას შემდეგ, რაც მას სატვირთო გემი დაეჯახა. წყალში რამდენიმე ადამიანი და ავტომობილი ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ასევე უცნობია 3 კმ-იანი სიგრძის ხიდის დაზიანების მასშტაბები.
ინციდენტის გამო სატრანსპორტო მოძრაობა დაკეტილია ორივე მიმართულებით.