თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრების აქცია გაიმართა

26 მარტი 2024, 08:08 363 ნახვა

ღაზაში ჰამასის მიერ გატაცებული  მძევლების ოჯახის წევრები  ახლობლების გათავისუფლებას  პალესტინის ანკლავში ცეცხლის შეწყვეტამდე ითხოვენ. ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ისრაელსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.  

"არ შეიძლება შეწყდეს  ცეცხლი მათი სახლში დაბრუნების გარეშე. ჯერ დააბრუნეთ ისინი სახლში და შემდეგ შეწყვიტეთ ცეცხლი", -  აცხადებენ  თელ-ავივის  მოედანზე  შეკრებილები.  შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა უშიშროების საბჭოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ასევე მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში