უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
რუსულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს ხარკოვზე. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის სულ 57 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინის დამცველთა პოზიციებს 6 მიმართულებით, ყველაზე აქტიურად შტურმი ლიმანსკსა და ნოვოპავლოვსკზე მიიტანეს"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 1 თავდასხმა ხარკოვის რაიონის სოფელ ივანოვკას მიდამოში.