სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

25 მარტი 2024, 19:40 473 ნახვა

გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გაცნობებთ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 18 მარტიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი მომსახურეობის ოფისებში დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც 2023-2024 წლების განმავლობაში მიღებული აქვთ მესამე ქვეყნის (თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი) ნებართვა, შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ გაცხადებულ თარიღებში მიიღონ შესაბამისი ნებართვები.

„აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცნობას გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებით: ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გადამზიდავების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ სააგენტოს მომსახურების ოფისებში გაკეთებული განაცხადების საფუძველზე შეუძლიათ ნებართვების მიღება. ასევე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა გადამზიდავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ე.წ. „გადაყიდვების“ შესახებ და მოვუწოდებთ ყველა პირს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს. შეზღუდული ნებართვების გაცემა დაინტერესებულ პირთათვის ნებართვების რაციონალურად განაწილების პრინციპით სრულიად გამჭირვალედ მიმდინარეობს. სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში, საერთაშორისო გადაზიდვების ორმხრივი (იმპორტი/ექსპორტი) და ტრანზიტული ტიპის ნებართვების გაცემა დღემდე შეუზღუდავად მიმდინარეობს. აგრეთვე, ბოლო პერიოდში პარტნიორ ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე, გაცვლილი ნებართვების რაოდენობამ უპრეცედენტოდ მაქსიმალური ოდენობა შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი