დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი 2017, 00:00 4163 ნახვა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ფლაერები დარიგდა. ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრისა და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტის ბენეფიციარები თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ. მათ მოგვიანებით აჭარის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს, სადაც მათივე ნამუშევრების  გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებები გაიმართა ხელვაჩაურში,  ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ტრენინგი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი