საფრანგეთში ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა

25 მარტი 2024, 11:05 491 ნახვა

მოსკოვში მომხდარი ტერაქტიდან გამომდინარე, საფრანგეთმა ქვეყანაში ტერორისტული აქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა - გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ გუშინ ღამით, ელისეს სასახლეში მიიღო, სადაც ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა.   

საფრანგეთის პრემიერის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას საფრანგეთიც - ქვეყანა, რომელიც არაერთხელ იქცა სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნე.  

აქვე გეტყვით, რომ  ზაფხულში პარიზში ოლიმპიური თამაშები ტარდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში