აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოთსონმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, მხოლოდ, „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება.
"ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, მხოლოდ, „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება. უკრაინის არანაირ მონაწილეობას ჰქონია ადგილი", - აღნიშნა ედრიენ უოთსონმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, ასევე, განაცხადა, რომ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ, მარია ზახაროვას განაცხადებით, „კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე, ვაშინგტონის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც კიევს ამართლებს, სამხილად უნდა ჩაითვალოს.
შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში, უშუალოდ, მონაწილეობდა.