მოსამართლეთა კონფერენცია

24 მარტი 2024, 11:01 388 ნახვა

მოსამართლეთა დიდი შეკრება თბილისში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. დღეს იუსტიციის საბჭოს ორ ახალ მოსამართლე წევრს და საბჭოს მდივანს აირჩევენ - მოსამართლეთა კონფერენციაზე 7 საკითხზე იმსჯელებენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვაც, შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, კონფერენციაზე მსჯელობა „ვეტინგის“ სისტემასაც შეეხოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ თანამდებობები დატოვეს, მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამარლეთა შესარჩევ კონსურსში მონაწილეობა დაასახელეს.

რაც შეეხება საბჭოს მდივნის არჩევას, მოქმედ მდივანს ნიკოლოზ მარსაგიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი