მოსკოვის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, დაკავებულია 11 ადამიანი, რომლებსაც შეიარაღებულ თავდასხმასთან კავშირი ჰქონდათ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინმა 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
პუტინის გადაწყვეტილებით ქვეყნის ყველა რეგიონში ანტიტერორისტულ და ანტიდივერსიულ ღონისძიებებს შემოიღებენ.