თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოიგო.
კვარცხლბეკზე მის გვერდით მსოფლიოს სამი ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი იდგა.
ეთერ ლიპარტელიანს თბილისის გრანდ სლემის ფინალის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრების წევრმა, ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ უამრავი მაყურებლის წინ ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. რაც შეეხება ტურნირს, თბილისის გრანდ სლემი დღეს დასრულდება.