ნიდერლანდები უკრაინას 350 მილიონ ევროს გამოუყოფს

21 მარტი 2024, 14:03 389 ნახვა

ნიდერლანდები უკრაინისთვის ეფ-16 ტიპის თვითმფრინავების საბრძოლო მასალის შესაძენად 150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, დრონების შესაძენად კი - 200 მილიონ ევროზე მეტს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. 

იგეგმება მნიშვნელოვანი რაოდენობის სათვალთვალო-სადაზვერვო დანიშნულების დრონების შეძენა და უკრაინაში გაგზავნა. 

გარდა ამისა, ნიდერლანდები რუმინეთში უკრაინელი და რუმინელი პილოტების მოსამზადებლად ადრე დაპირებულ ეფ-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი