რუსულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი.
კიევის მერის ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები შევჩენკოს, სვიატოშინსკისა და პოდოლსკის რაიონებში ჩამოცვივდა. ცეცხლი უკიდია ავტომანქანებს, ხანძარია საცხოვრებელი კორპუსში. ვიტალი კლიჩკო ასევე წერს, რომ რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა საბავშვო ბაღსაც.
გასულ ღამით, შეტევა იყო უკრაინის არაერთ დასახლებაზე: დაიბომბა ხარკოვისა და სუმის ოლქები. არის მსხვერპლი.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 70-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.
მათივე ცნობით, უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ უბნებზე, მტერმა განახორციელა 4 სარაკეტო და 69 საჰაერო დარტყმა.