ახალი საბავშვო ბაღი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე

20 მარტი 2024, 14:18 322 ნახვა

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე არსებულ შენობას, რომელიც ავარიული იყო, დემონტაჟი ჩაუტარდა, მის ნაცვლად კი ახალი ბაღი შენდება.

თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი, ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება. ბაღი 100 აღსაზრდელზე იქნება გათლილი. 

პროექტის ფარგლებში ბაღის ეზოში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საპარკო სკამები, მოეწყობა გარეგანათების სისტემა. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 113 ათას ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში