ისრაელის არმია შიფას საავადმყოფოში რეიდის ვიდეოს ავრცელებს

20 მარტი 2024, 08:03 217 ნახვა

ისრაელის არმიამ  ღაზის ალ შიფას საავადმყოფოში ჩატარებული რეიდის ამსახველი  ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც  დიდი რაოდენობით იარაღია აღმოჩენილი, მათ შორის  კალაშნიკოვის ავტომატები და სარაკეტო ყუმბარმტყორცნები.

ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ  შიფას ჰოსპიტალში დააკავეს ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ათობით ცნობილი წევრი და რომ ეჭვმიტანილები დაკითხვის შემდგომ  გამოძიებისთვის ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ისრაელის არმიის მონაცემებით, 50-ზე მეტი პალესტინელი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია და 180 ეჭვმიტანილი ბოევიკი დაკავებულია ღაზის სექტორში ალ-შიფას ჰოსპიტალში ჩატარებული რეიდის შედეგად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში