ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება

20 მარტი 2024, 11:40 459 ნახვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი საკითხი, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები იქნება.

ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და მათ უმკაცრესად დასჯას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი